"იუვენტუსს" შეუძლია პოლ პოგბა 60 მილიონად დაიბრუნოს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ნახევარმცველი პოლ პოგბა უკმაყოფილოა მწირი სათამაშო დროის გამო და შესაძლოა გუნდი გამოიცვალოს.

"ეკიპის" ცნობით, "იუვენტუსს" პოლის 60 მილიონ ევროდ დაბრუნება შეუძლია. პრობლემა მხოლოდ ფეხბურთელის ძალზედ მაღალი ხელფასია - სეზონში 12 მილიონი. ცნობისათვის, ამჟამად ბიანკონერის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი არიან. მათი გასამრჯელო 7.5-7.5 მილიონია.

პოგბა "მანიუმ" 2016 წელს 105 მილიონად შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული