რონალდოს უნდა "რეალში" ლევანდოვსკი გადავიდეს და არა კეინი

AutoSharing Option
"დიარიო გოლის" ცნობით, თავდამსხმელმა რონალდომ "რეალის" ხელმძღვანელობას "ბაიერნის" თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის შეძენა მოსთხოვა და ურჩია "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი არ იყიდონ.

გამოცემის მტკიცებით, ამის მიზეზი ისაა, რომ 33 წლის პორტუგალიელს ეშინია ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კეინის ჩრდილში არ მოექცეს.

თუმცა, ჰარის ბლანკოსი ისედაც ვერ გადაიბირებს, ვინაიდან "დეზებმა" მის გასხვისებაზე უარი განაცხადეს, რობერტს კი თავად უნდა "სამეფო გუნდში" გადასვლა.
ასევე დაგაინტერესებთ