მათ ტელეწამყვანი აიძულეს კლუბის მიმართ მიღებული სანქციების საპროტესტო წერილი 5 წუთის განმავლობაში გადაეცა პირდაპირ ტელეეთერში.
უკვე გაცნობეთ, რომ "ოლიმპიაკოსთან" მატჩის დაწყების წინ ამ გუნდის მწვრთნელს ოსკარ გარსიას ტრიბუნიდან ნასროლი საკასო აპარატის რულონი მოხვდა სახეში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თამაში ჩაიშალა, პაოკ-ს წაგება ჩაუთვალეს, 30 ათასი ევროთი დააჯარიმეს და შემდეგი ორი საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება მოუწევს.