"პორტოს" იკერ კასილასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
"პორტოს" პრეზიდენტის, პინტო და კოსტას განცხადებით, მის გუნდს მეკარე იკერ კასილასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ვეტერანი ესპანელი კარის დარაჯის შრომით ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში ეწურება.

"ჩვენ გვსურს, იკერს კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ. ბედნიერი ვარ, რომ ის "პორტოში" თამაშობს და მან ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ დიდი სამუშაო გასწია.

იკერი გასახდელში ნამდვილი ლიდერია. მას კარიერის განმავლობაში უდიდესი მიღწევები აქვს და სიტუაციას ყოველთვის კარგად აფასებს", - აღნიშნა და კოსტამ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული