მესის ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება სურს, ბარტომეუ მისი პოზიციით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. ბრაზილიელის გუნდში შესაძლო დაბრუნებას მიესალმებიან ივან რაკიტიჩი და ფილიპე კოუტინიო.

COPE-ს ცნობით, მათ მხარს გუნდის ლიდერი ლეო მესიც უჭერს. ეს კი არ მოსწონს კლუბის პრეზიდენტს ჟოზეპ ბარტომეუს, რომელიც თვლის, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა "ბარსას" უღალატა და მისი დაბრუნება მიუღებლად მიაჩნია.

ნეიმარის გადასარწმუნებლად ბრაზილიაში პირადად აპირებს გამგზავრებას "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული