"რომას" ყოფილი ფეხბურთელი ბელგიაში შეიარაღებული ყაჩაღობისთვის დააპატიმრეს

AutoSharing Option
"ვესტერლოს" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ისმაილ ჰ'მაიდატი ბელგიაში სერიული შეიარაღებული ყაჩაღობისათვის დააპატიმრეს. ის თურმე ყოველთვის გამოირჩეოდა უდისციპლინობით.

ჰოლანდიაში დაბადებული ისმაილი ადრე "რომაში", "კრისტალ პალასში" და "ოლანენსეში" თამაშობდა, 1 მატჩი აქვს ჩატარებული მაროკოს ახალგაზრდულ ნაკრებში, მისი 7 წლის ძმა კი "იუვენტუსის" აკადემიაში ვარჯიშობს.