ლეო მესი მარკო ვერატის "ბარსელონაში" გადასვლის წინააღმდეგია

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ პსჟ-ს ზოგიერთმა ფეხბურთელმა გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა. მათ შორისაა იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი, რომლის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის სამსახური "ბარსელონას" შესთავაზა.

ზაფხულში "ბარსა" ვერატის შეძენას 100 მილიონ ევროდ ცდილობდა, Transfermarkt-ი მას 70 მილიონად აფასებს. ამ სეზონში მარკომ ყველა ტურნირზე 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"დიარიო გოლის" მტკიცებით, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ვერატის მის გუნდში გადასვლის წინააღმდეგია და ეს კლუბის ხელმძღვანელობასაც უთხრა.