კონტე მორატას ესპანეთის ნაკრებში არგამოძახებამ გაახარა

AutoSharing Option
ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ფურია როხას მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ფორვარდი ალვარო მორატა არ იხმო, რამაც გული სულაც არ დასწყვიტა "ჩელსის" მენეჯერს ანტონიო კონტეს.

"რატომ არ გამოიძახეს ალვარო? ეგ კითხვა სჯობს ლოპეტეგის დაუსვათ და არა მე. ჩემთვის მთავარია ჩემმა ფეხბურთელებმა "ჩელსიში" ითამაშონ კარგად. იმედია, მორატა კვირას გოლს გაიტანს".

ამ სეზონში მორატამ პრემიერლიგის 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო 18 მარტს "არისტოკრატები" ინგლისის თასის 1/4 ფინალში სტუმრად "ლესტერს" ხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული