ქართველების თანაგუნდელის სახლი გაქურდეს

AutoSharing Option
ანდრო გიორგაძისა და სანდრო კობახიძის თანაგუნდელის ვლადისლავ კულაჩის სახლი გაქურდეს.

19 მარტს კიევში უკრაინის ჩემპიონატზე "დინამოსთან" მატჩის დროს პოლტავაში "ვორსკლას" თავდამსხმელის კულაჩის სახლი გაქურდეს.

ქურდებმა 50 ათასი დოლარი, 10 ათასი ევრო და 300 ათასი გრივნა წაიღეს. როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე სამართალდამცველები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით უშედეგოდ.

კიევში "ვორსკლა" 0:4-ზე დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ნამიოკი" ვერ გავიგე. რა შუაშია ქართველების თანაგუნდელის სახლი გაქურდეს. შენი მეზობლის სახლი რომ გაქურდონ და ანალოგიურად მოგიხსენიონ, კარგი იქნება?
სტატიის ავტორს.
01:12 20-03-2018
0

სიახლეები პოპულარული