მასკერანო - სამპაოლის: ან ნახევარდაცვაში დამაყენე ან თადარიგში დამტოვე

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელს ხავიერ მასკერანოს დაცვაში თამაში აღარ უნდა.

Radio La Red-ის ჟურნალისტმა პიპი ნოველომ იუწყა, რომ ფეხბურთელმა ალბისელესტეს მწვრთნელს ხორხე სამპაოლის სთხოვა ან ნახევარდაცვაში ათამაშოს და ან სათადარიგოთა სკამზე დატოვოს.

"მე-5 ნომრად თამაში მინდა. "ბარსელონაში" ბუსკეტსი იყო, რომელიც ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ დაცვაში მომიწია თამაში.

ყოველთვის ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი, ამ პოზიციაზე უკეთ ვირჯები. დადგა დრო, ჩემს ადგილას დამაბრუნონ, სადაც უფრო გამოვადგები გუნდს", - განაცხადა მასკერანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული