ტიტეს ახსოვს გერმანიასთან წაგება - 1:7 და რევანშისთვის ემზადება

AutoSharing Option
გუშინ ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოსკოვში რუსეთი დაამარცხა (3:0), 27 მარტს კი ბერლინში გერმანიას ხვდება. ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე მისმა მწვრთნელმა ტიტემ ისაუბრა:

"გერმანიას სტუმრად ვხვდებით, მსოფლიოს ჩემპიონს, რომელმაც 7:1 მოგვიგო. თუმცა, ეს წარსულში იყო. ახალ გუნდს ვაშენებთ და მნიშვნელოვანი თამაში გველის. გვინდა კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ, მენტალურად ძლიერები ვიყოთ და ჩანაფიქრი განვახორციელოთ. ვეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაშის სტილი მოვახვიოთ თავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული