ლეო მესი ესპანეთთან ითამაშებს, ანხელ დი მარია - ვერა

AutoSharing Option
მანჩესტერში ამხანაგურ მატჩში იტალიის დამარცხების (2:0) შემდეგ, არგენტინის ნაკრები მადრიდში ჩაფრინდა და 27 მარტს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ესპანეთს შეხვდება.

როგორც იუწყებიან, იტალიელებთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო ალბისელესტეს ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ და ფურია როხასთან მისი თამაში გამოირიცხა. აგრეთვე ვერ იასპარეზებს თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგა ფორვარდი ლეო მესი. გუშინ მას არ უვარჯიშია, მაგრამ თქვა, რომ უთუოდ ითამაშებს.

რას შეეხება ესპანელებს, ჰავბეკმა დავიდ სილვამ ოჯახური მდგომარეობის გამო ეროვნული გუნდი დროებით დატოვა და შეიძლება პრემიერლიგის მორიგ ტურში "ევერტონთანაც" ვერ ითამაშოს.