1991 წლის შემდეგ პირველად - ჰოლანდიამ პორტუგალია 3:0 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჟენევაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებმა, რომელმაც მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა, ამხანაგურ მატჩში პორტუგალია 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად ნიდერლანდელებმა პორტუგალიელებს 1991 წლის ოქტომბერში ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე სძლიეს.

გოლები მემფის დეპაიმ (მე-11 წუთი), რაიან ბაბელმა (32 წთ) და ვირჯილ ვან დიიკმა (45+2 წთ) გაიტანეს.

რონალდო ძირითად შემადგენლობაში იყო, 62-ე წუთზე შეცვალეს.

61-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო პორტუგალიელთა მცველმა ჟოაო კანცელომ და გააძევეს.

ამ შეხვედრაში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში პატრიკ კლუივერტის 18 წლის შვილის, "აიაქსის" ნახევარმცველის ჯასტინ კლუივერტის დებიუტი შედგა. მან
78-ე წუთზე დეპაი შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ არის სწორი.რონალდომ თავით შესანიშნავად დაარტყა და მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა. თქვენს ვიდეოზეც არის ეს მომენტი 4:46 დან
სოსო
10:55 27-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული