იტალიამ როგორც იქნა, გაიტანა გოლი (პენალტით) და ინგლისთან ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უემბლიზე" ინგლისისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა. 26-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ ჯანლუიჯი დონარუმას გაუტანა გოლი და ანგარიში გახსნა, ხოლო 87-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრიანით თავის გუნდს ფრე მოუპოვა. პენალტი მსაჯმა დენიზ აიტეკინმა ვიდეოგამეორების პირადად ნახვის შემდეგ დანიშნა. მან დაასკვნა, რომ ინგლისის ეროვნული გუნდის დებიუტანტმა მცველმა ჯეიმს ტარკოვსკიმ "ფიორენტინას" თავდამსხმელი ფედერიკო კიეზა მოცელა.

ხაზგასასმელია, რომ "სამ ლომს" აქამდე ბოლო 5 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

სკუადრა აძურას ვერაფრით ვერ გააქვს თამაშიდან გოლი, მისი ნახევარმცველი მარკო პაროლო კი ამტკიცებს, რომ
თავდამსხმელი მარიო ბალოტელი არაფერში არ სჭირდებათ, რადგან "ოქროს ბუცის" პრეტენდენტი ჩირო იმობილე ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრაზილია რა შუაშია არ ვარგა იტალია კაპიკად
Sormona
11:09 28-03-2018
1
ამ სტატიების ავტორი ბრაზილიის გულშემატკივარია და თუ დააკვირდებით, ადვილად მიხვდებით პათოსზე :)))) რაც არ უნდა იყოს, ობიექტურად წერეთ.
:)))))
01:25 28-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული