7 ქვეყნის 9 კლუბი - ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგები და მიღწევები

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე დღის უკან სათამაშოდ ამერიკაში, "გელექსიში" გადავიდა. შვედისთვის ეს კარიერაში მეშვიდე ქვეყანა და მეცხრე გუნდია, სადაც ის ითამაშებს.

ესპანურმა "მარკამ" ზლატანის მიღწევები დათვალა, რომელიც მას ამერიკულ კარიერამდე აქვს დაფიქსირებული.

1) "მალმიო" (შვედეთი) 1999-2001 წლები - 47 თამაში, 18 გოლი
2) ამსტერდამის "აიაქსი" (ჰოლანდია) 2001-05 წლები - 110 თამაში, 48 გოლი - 3-ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონატის და თითოჯერ თასისა და სუპერთასის გამარჯვებული.
3) ტურინის "იუვენტუსი" (იტალია) 2004-05 წლები - 92 თამაში, 26 გოლი
4) "ინტერი" (იტალია) 2006-09 წლები - 117
თამაში, 66 გოლი - 3-ჯერ იტალიის ჩემპიონატის და 2-ჯერ იტალიის სუპერთასის მფლობელი
5) "ბარსელონა" (ესპანეთი) 2009-10 წლები - 46 თამაში, 22 გოლი - ესპანეთის ჩემპიონატის, ორჯერ ესპანეთის სუპერთასის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული
6) "მილანი" (იტალია) 2010-12 წლები - 85 თამაში, 56 გოლი - სერია "ა"-სა და იტალიის სუპერთასის გამარჯვებული
7) პსჟ (საფრანგეთი) 2012-16 წლები - 180 თამაში, 156 გოლი - 4-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 2-ჯერ საფრანგეთის თასის მფლობელი, 3-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასისა და 3-ჯერ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი
8) "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი) 2016-18 წლები - 53 თამაში, 29 გოლი - ევროპის ლიგისა და Community Shield-ის გამარჯვებული.


მკითხველის კომენტარები / 2 /
სირცხვილია ამ კაცს ჩემპიონთა ლიგა რომ არა აქვს მოგებული..
georgian
17:18 29-03-2018
0
მიღწევები დიდი არაფერი... სამწუხაროდ.
ტიმო
15:36 29-03-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული