სომხეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი არტურ პეტროსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"პეტროსიანმა თავისი არგუმენტები და მონახაზები წარმოადგინა, რომელიც ნაკრებს ეხება. აღნიშნა, რომ უეფას ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო დარჩა, ხოლო ნაკრებს ცვლილებები სჭირდება. პეტროსიანმა გადადგომის თხოვნით მიმართა ფედერაციას, რომელიც პრეზიდენტმა დაადასტურა", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრებმა ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთს (0:0) ვერ მოუგო და ლიტვასთან (0:1) დამარცხდა.

სომხეთის ნაკრები, საქართველოს მსგავსად, D ლიგაშია, თუმცა სხვა ჯგუფში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ ახლა იძახიან ინგლისიო, არადა სად იყო ინგლისი ჩვენ სომხები ფეხბურთს რომ ვთამაშობდით.
ან რეალი და ბარსა სად იყო ჩვენ რომ ჩემპიონთა ლიგას ვიგებდით.
პელეო, მარადონაო, მესიო; თავმდაბალი ერის შვილი ვარ თორემ ჩვენ რომ ზანაზანიანი და იშტოიანი გვყავდა ეეჰ ...
Mikaek Saakiani
16:57 06-04-2018
1

სიახლეები პოპულარული