იბრაჰიმოვიჩს უნდა მასზე კინო გადაიღონ და მთავარი როლი სტალონემ შეასრულოს

AutoSharing Option
დიახ, დიახ, ლოს ანჟელეს "გალაქსის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბრძანა, რომ სურს მასზე მხატვრული ფილმი გადაიღონ.

"ყველა კინოს კარგი დასაწყისი აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ დასასრულიც კარგი ექნება. აშშ-ს პირველობაზე გიჟური სტარტი მქონდა - პირველივე მატჩში 2 გოლი გავიტანე. ახლა ჩემგან მეტს მოელიან.

საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ვარ და მინდა, მუდამ გამოვიჩინო თავი. ვიცი, რისი უნარიც მაქვს. რა თქმა უნდა, ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მიხარია, რომ ტრავმის შემდეგ ფეხბურთს ვთამაშობ.

ვინ მინდა კინოში ჩემი როლი შეასრულოს? ალბათ, ვინმე ლეგენდარულმა. სტალონემ
ან ვინმე მისი დინისამ", - განუცხადა იბრამ Sky Sports-ს.

სხვათა შორის, დახლოებით იგივე თქვა შარშან "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ოღონდ თავისი როლის შემსრულებლად ჯორჯ კლუნი ისურვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული