კიევის "დინამოს" ექს-მეკარეს ყოფილმა სიდედრმა პისტოლეტიდან ესროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აღდგომას კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ექს-მეკარემ ალექსანდრ შოვკოვსკიმ თავისი ქალიშვილის წაყვანა დააპირა, მაგრამ ყოფილმა სიდედრმა სახლის აივნიდან ჯერ ქვები დაუშინა, შემდეგ კი პისტოლეტიდან ესროლა. ეს ამბავი მან ფეისბუქით იუწყა:

"სასამართლოს მიერ განსაზღვრულ და ოლგა ლეონიდეს ასული ალიონოვას ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულ დროსა და ადგილზე კვირას მივედი, მაგრამ არც დედა და არც ქალიშვილი არ დამხვდა. სამაგიეროდ დამხვდა ოლგას დედა ლიუბოვ პავლეს ასული ალიონოვა, რომელიც ალკოჰოლისადმი მიდრეკილია, ჩემს ქალიშვილს შეურაცხყოფას აყენებს და მასზე ხელიც აღუმართავს.

ის ჯერ დამიზნებით თავში ქვებს მესროდა,
შემდეგ კი პისტოლეტიდან მესროლა! სამჯერ დამიზნებით მესროლა. ამ დროს მეზობლები გამოვიდნენ და დახმარების აღმოჩენა შემომთავაზეს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
სიდედრიც ასეთი უნდაააა... :)
გიორგი
01:49 10-04-2018
1
სიდედრისგან აბა სხვას რას უნდა ელოდე,ისევე როგორც დედამთილისგან.
ნია
09:08 09-04-2018
18

სიახლეები პოპულარული