ლეო მესი ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის ელჩად დანიშნა

AutoSharing Option
მსოფლიოს ტურისტულმა ორგანიზაციამ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ტურიზმის პასუხისმგებელ ელჩად დანიშნა.

ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა შაბათს "ლეგანესთან" ნამატჩევს "კამპ ნოუზე" დანიშნა არგენტინელი ელჩად.

მოგზაურობების დროს საშუალება მქონდა გავცნობოდი სხვადასხვა კულტურას, საზოგადოებას, მენახა სამყარო და ეს ძალიან ამდიდრებს ადამიანს.

ეს ორგანიზაცია, როგორც გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო, მუშაობს ტურიზმის განვითარებაზე და მიხარია, რომ ამ მისიას შევუერთდი".

ამ ორგანიზაციაში აგრეთვე "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო იერო და ესპანეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე იღწვიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გადაწყვეტილებაა. გაუმარჯოს მესის!
გო გვ ა
01:00 10-04-2018
0

სიახლეები პოპულარული