ანდრეს ინიესტა ჩინეთს მიემგზავრება

AutoSharing Option
ამ უტყუარ ამბავს კატალონიის რადიო ავრცელებს: "ბარსელონას" 33 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ჩინეთის "ტიანცზინ ციაუნცზიანთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი.

მისი შრომითი ხელშეკრულება სამსეზონიანი იქნება და ამ ხნის განმავლობაში 37 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"რომასთან" ნამატჩევს ინიესტამ თქვა, რომ შესაძლოა, ეს მისი ბოლო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" შემადგენლობაში.

"ტიანცზინ ციაუნცზიანში" ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი, თავდამსხმელები ალექსანდრე პატო და ანტონი მოდესტი თამაშობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული