Marca: ინიესტა ჩინეთში კარიერას უფრო ღვინის გასაყიდად გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 33 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ჩინეთის "ტიანცზინ ციაუნცზიანთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი. მისი შრომითი ხელშეკრულება სამსეზონიანია და ამ ხნის განმავლობაში 37 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ანდრესის მამა, ხოსე ანტონიო მეღვინეა, მშობლიური ალბასეტეს მახლობლად ანდრესმა დიდი მიწის ნაკვეთი უყიდა, სადაც ვენახები გააშენა, ღვინის ქარხანა ააშენა და ღვინოს მაქსიმალურად დაბალ ფასში ყიდის.

"მარკას" ცნობით, ანდრესი ჩინეთში კარიერას უფრო ბიზნესის გამო გააგრძელებს და თავისი ღვინის ბრენდის, Bodega Iniesta-ს,  წელიწადში 2 მილიონი ბოთლის გაყიდვას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ჭკვიანია! საქართველოში არ უნდა ვენახების ყიდვა? უთხარით ვინმემ..
ქუთაისელი
10:07 17-04-2018
0

სიახლეები პოპულარული