საფეხბურთო სიმულატორის, Pro Evolution Soccer-ის შემქმნელი კომპანია უეფას სპონსორი აღარ იქნება.
იაპონური კომპანია და უეფა კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით, კომპანიას PES-ში უეფას ტურნირების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამოყენების ლიცენზია ჰქონდა.
კონტრაქტის გაწყვეტა ძალაში სეზონის დასრულების შემდეგ შევა.