ჟულიო სეზარი: ჟოზე მოურინიომ მომწერა, რომ კასილასს ცალი ხელით ვჯობდი

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა მეკარე ჟულიო სეზარმა ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით ისტორია მოყვა, რომელიც 2013 წლის კონფედერაციის თასის ფინალს უკავშირდება.

"როდესაც ესპანეთთან ნაკრების შემდეგ გასახდელში შევედი ჟოზეს მესიჯი დამხვდა. ის მწერდა, რომ მე კი არ უნდა მცმოდა კასილასის მაისური, არამედ მას ჩემი. მოურინიო ასევე მწერდა, რომ იკერს ცალი ხელით ვჯობდი.

კასილასი ჩვენს გასახდელში შემოვიდა, რადგან გამარჯვება მოელოცა და მე მას აღნიშნული მესიჯის შესახებ მოვუყევი. იკერმა ეს ყველაფერი მშვიდად მიიღო.

როგორ გავიხსენებდი მოურინიოსთან მუშაობას? სხვადასხვა წელს სხვანაირად დავახასიათებდი.

მაგალითად, პირველი წელი შესანიშნავი იყო. მეორე
სეზონი კი გაცილებით რთული. ერთ-ერთი ვარჯიშისას ჟოზე ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვიყავი, მაგრამ იმ დღეს სერია C-ს დონეზე ვთამაშობდი", - აღნიშნა სეზარმა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კასილასი და სეზარი ისეთივე შესადარებელია როგორც ბაიერნი და წალენჯიხის სქური
Superman
18:00 22-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული