დანი ალვეში: ოღონდ დამიძახონ და ხვალვე დავბრუნდები "ბარსელონაში"

AutoSharing Option
AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამორიცხა:

"ბარსელონა" ჩემი სახლია. ვერ ვიტყვი, რომ იქ არ დავბრუნდები. ოღონდ დამიძახონ და ხვალვე დავბრუნდები. მოგატყუებდით, რომ მეთქვა, ამ გუნდიდან წასვლის შემდეგ მას არ ვუქომაგებ-მეთქი. გამიჭირდა "ბარსას" დატოვება, რადგან დიდი წვლილი შევიტანე ასულგრანას დიადი ისტორიის შექმნაში, რაზეც კლუბი შესაძლოა ვერც იოცნებებდა.

ბლაუგრანაში 8 წელიწადში 23 ტურნირი მოვიგე. ისინი კი უპატივცემულოდ დამემშვიდობნენ. იმდენად ვიყავი განაწყენებული, რომ გაცილებაზე უარი ვუთხარი. ვინაიდან "ბარსელონა" ჩემი სახლია, რატომ დავემშვიდობო იმ ადგილს, სადაც დაბრუნებას ვაპირებ?"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასულგრანა, ბლაუგრანა - მე მგონი თვითონვე იბნევით. წერეთ რა ქართულად!
ავთო
15:29 24-04-2018
0
აბა რა დანი დაბრუნდი
ბარსა ბარსა
22:39 23-04-2018
5

სიახლეები პოპულარული