ხავი კატარის თასის ფინალში დამარცხდა და თან მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა

AutoSharing Option
კატარის თასის ფინალში ხავის "ალ სადი" "ალ დუჰაილთან" 1:2 დამარცხდა.

38 წლის ხავის პასით მისმა თანაგუნდელმა ანგარიში გახსნა, შემდეგ მეტოქემ საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის დასასრულს, როდესაც ესპანელი უკვე შეცვლილი იყო, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ "ალ სადის" კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც "ალ დუჰაილის" ფეხბურთელმა გამოიყენა.

ხავის და მის პორტუგალიელ მწვრთნელს ჟეზუალდუ ფერეირას კი რეფერიმ პროტესტის გამოხატვისათვის წითელი ბარათი უჩვენა.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ