დიეგო მარადონამ საამიროების გუნდი დატოვა

AutoSharing Option
დიეგო მარადონამ არაბთა გაერთიანებული საამიროების "ალ ფუჯეირის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

57 წლის არგენტინელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდმა უმაღლესი დივიზიონის საგზური ვერ მოიპოვა.

დიეგო "ალ ფუჯეირს" 2017 წლის მაისში ჩაუდგა სათავეში.

მარადონა ადრე არგენტინის "რასინგს", ემირატების "ალ ვასლს" და არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული