4 საინტერესო ფაქტი ისტორიიდან: პელეს ცრურწმენა და როგორ მიიღო ფეხბურთელმა მატჩში სამი ყვითელი ბარათი

AutoSharing Option
Sportskeeda.com-მა ფეხბურთის ისტორიის შესახებ 4 საინტერესო ფაქტი გამოაქვეყნა.

1) 60-იანი წლების შუაში პელე ძალიან ცუდ ფორმაში იყო. ვერავინ არკვევდა ამის მიზეზს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ფეხბურთელი მიხვდა, რომ ამის მიზეზი ფანისთვის ნაჩუქარი მაისური იყო.

იღბლიანი მაისურის დასაბრუნებლად ბრაზილიელმა დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ მაისური მიუტანა. ამის შემდეგ პელე კვლავ ათამაშდა, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ეს ის იღბლიანი მაისური არ იყო, არამედ ჩვეულებრივი მაისური, რომელიც პელეს წინა თამაშზე ეცვა...

2) 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიისა და ხორვატიის მატჩზე, გრემ პოლმა იოზიფ
სიმუნიჩს სამი ყვითელი უჩვენა, რამაც თავად ფეხბურთელიც გააოცა.

მესამე ყვითელი მან 93-ე წუთზე მიიღო, რის შემდეგაც მოედნიდან გააგდეს. გრემ პოლმა ამ შეცდომის გამო სამსაჯო კარიერა დაასრულა.

3) ლეროი როსენოირი "ტორქვაი იუნაიტედს" მხოლოდ 10 წუთით წვრთნიდა. საქმე ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი მაიკ ბეითსონი კლუბს ყიდდა და მწვრთნელი მანამდე სჭირდებოდა, სანამ გაყიდვის პროცესი დასრულდებოდა.

როსენოირის დანიშვნიდან 10 წუთის მერე პროცესი დასრულდა და მას განუცხადეს, რომ მისი სამსახური აღარ სჭირდებოდათ.

4) ემანუელ ადებაიორს 4 წლამდე სიარული არ შეეძლო. დედამისმა ბევრი ადგილი მოიარა, რომ მისთვის წამალი ეშოვა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

ბოლოს მას ურჩიეს, რომ ყოველ კვირა დღეს ელოცა და შვილი განიკურნებოდა. ის ასეც მოიქცა.

პირველ 6 დღეს ადებაიორს არაფერი ეშველა. მეშვიდე დღეს, როდესაც ეკლესიაში იმყოფებოდნენ, გარედან ბავშვებმა შემთხვევით ბურთი შემოაგდეს. ადებაიორი წამოხტა და ბურთისკენ გაიქცა. ასე აიდგა მან ფეხი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული