"ბარსელონას" ლუის სუარესის დროულად გაყიდვა უნდა

AutoSharing Option
OkDiario-ს საფეხბურთო ექსპერტი ედუარდო ინდა ირწმუნება, რომ "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრთა უმეტესობას თავდამსხმელ ლუის სუარესის გაყიდვა სურს. მისი თქმით, ახლა მის ტრანსფერში რაც შეიძლება მეტი თანხის მისაღებად ყველაზე ხელსაყრელი დროა.

ურუგვაელი ფორვარდის სამსახურით "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.

საქმე იმაშია, რომ ლუისი იანვარში 32 წლის ხდება და გარკვეულწილად ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაშიც ადანაშაულებენ, რადგან ტურნირის ბოლო 18 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

მან ლა ლიგას მიმდინარე გათამაშების 32 შეხვედრაში 25-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დროა,დროა...ახალი სისხლი უნდა თავდასხმაში.მეც მასე მიმაჩნია,32 წლის სუარესი ბებერია უკვე.სისწრაფეს ალბათ დაკარგავს უკვე წელს...
ზაზა
13:18 17-05-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული