ცნობილი შოუს The Grand Tour-ის წამყვანმა, ჯერემი კლარკსონმა ინსტაგრამზე "ლივერპულის" მეკარის ლორის კარიუსის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულ შეცდომებზე სოციალურ ქსელში გაიხუმრა.
მან ეს ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:"ძვირფასო "ლივერპულო", მე თავისუფალი ვარ. ვფიქრობ, "ლივერპულის" მეკარემ ნაკლები დრო უნდა გატაროს საპარიკმახეროში და მეტი ივარჯიშოს".