Daily Express: "რეალი" მზადაა გარეთ ბეილი 80 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
"დეილი ექსპესის" ცნობით, "რეალი" მზადაა თავდამსხმელი გარეთ ბეილი 80 მილიონ ფუნტად (91.3 მილიონი ევრო) გაყიდოს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ბეილმა განაცხადა, რომ სისტემატურად ძირითად შემადგენლობაში თამაში უნდა, აგენტთან ერთად მოიფიქრებს, რა გზას ეწიოს და რადგან "რეალში" სასტარტო შემადგენლობაში არ აყენებენ, სხვა გუნდში გადავა.

ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ უელსელი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, "ლივერპულთან" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა და ესმის მისი.

ბეილის სამსახურით "ჩელსი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული