"რომა" "ლივერპულს" ალისონს 90 მილიონზე ნაკლებად არ მიყიდის

AutoSharing Option
"რომა" ბრაზილიელ მეკარეს, ალისონს "ლივერპულს" 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მიყიდის.

"გარდიანის" ცნობით, "წითლებს" ჯალოროსისთვის ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ რომაული კლუბი ყველანაირად ცდილობს მის შენარჩუნებას და წლიური გასამრჯელოს 1.5 მილიონამდე გაზრდას პირდება.

რა თქმა უნდა, "ლივერპული" გოლკიპერს გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებს.

ალისონის სამსახურით "რეალიცაა" დაინტერესებული, მას კი "რომასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული