"გარდიანის" ცნობით, "წითლებს" ჯალოროსისთვის ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ რომაული კლუბი ყველანაირად ცდილობს მის შენარჩუნებას და წლიური გასამრჯელოს 1.5 მილიონამდე გაზრდას პირდება.
რა თქმა უნდა, "ლივერპული" გოლკიპერს გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებს.
ალისონის სამსახურით "რეალიცაა" დაინტერესებული, მას კი "რომასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.