ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 8 მილიონად იახტა შეიძინა

AutoSharing Option
ლოს ანჟელეს "გალაქსის" ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 8 მილიონ დოლარად Riva 100 Corsaro-ს იახტა შეიძინა.

ამ იახტაზე არის ლუქს კლასის 10 ნომერი, საცეკვაო მოედანი, გარაჟი და კოქტეილ-ბარი. მოკლედ, იბრას შეუძლია იახტაზე მთელი გუნდი დაპატიჟოს.

ზლატანმა გაიხსენა თუ როგორ იყიდა 19 წლის ასაკში პირველი ავტომობილი:" როდესაც 18-19 წლის ვიყავი, "პორშე" ვიყიდე. მთელი დანაზოგი დავხარჯე და ფულის სესხებაც დამჭირდა. დიდი სისწრაფით ვმოძრაობდი ქალაქში და პოლიცია დამედევნა. არ გავჩერდი. გავექეცი და გვირაბში დავიმალე. მაგარი იყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული