ლეო მესიმ თხებთან ერთად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

AutoSharing Option
"ადიდასმა" ჟურნალ Paper-თან ერთად "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის ლეო მესის ფოტოსესია ჩაატარა.

მესის სოციალურ ქსელებში დიდი ხანია "თხას" ადარებენ - ინგლისურად მისი აბრევიატურაა "GOAT", რაც ყველა დროის უდიდესად შეიძლება გაიშიფროს.

ამას შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ლიონელმა "ბარსაში" 32 ტურნირი მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთ ლიგა, 9-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 5-ჯერ "ოქროს ბურთი", 5-ჯერ "ოქროს ბუცი" და ამას გარდა, არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადა.
Sportall.Ge

ჰოდა, ახალი ბუცების სარეკლამო აქცია ჩაატარეს. ფოტოსესიაზე თხები ბარსელონას ზოოპარკიდან წაიყვანეს.

ფოტოსესია კატალონიური გუნდის ბაზაზე,
La Granja Natura-ზე ჩატარდა.

"მე ცხოველები ძალიან მიყვარს. მათ ბევრი რამ მასწავლეს. გვყავს ძაღლი ჰალკი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია. ჩვენი ბავშვები მისგან სიყვარულს სწავლობენ.

თავს საუკეთესოდ არ ვთვლი. ვფიქრობ, უბრალოდ, ერთ-ერთი ფეხბურთელი ვარ. როდესაც თამაში იწყება, ჩვენ ყველანი თანაბარნი ვართ", - განაცხადა მესიმ.
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული