"იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში წითელი ბარათის მიღების და მსაჯის მაიკლ ოლივერის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილობის გამო ევროტურნირებზე 3 მატჩითაა დისკვალიფიცირებული.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუფონმა თქვა, რომ ოლივერს გული კი არა ნაგვის ურნა აქვს და ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა.
ბუფონმა "იუვენტუსი" დატოვა და არაა გამორიცხული, პსჟ-ში გადავიდეს.