არგენტინამ მუქარის გამო ისრაელთან მატჩი გააუქმა

AutoSharing Option
9 ივნისს იერუსალიმში დაგეგმილი ისრაელისა და არგენტინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი არ ჩატარდება.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკური სიტუაციისა და მათი ნაკრების მიმართ მუქარის გამო ეს შეხვედრა გააუქმა.

თამაშის ჩატარების წინააღმდეგი იყო პალესტინა, რომელიც იერუსალიმს ოკუპირებულ ტერიტორიად თვლის.

პალესტინელები ალბისელესტეს მაისურებს წვავდნენ, ხოლო ქვეყნის ელჩმა არგენტინაში ჰუსნი აბდელ ვაჰედმა განაცხადა:"ეს მატჩი იმას ჰგავს, ჩვენ რომ ფოლკლენდის კუნძულების ოკუპაციის დღე აღვნიშნოთ".

ახლა არგენტინა ეძებს მეტოქეს, რომელსაც ბარსელონაში წაესპარინგება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო და თუ მეტოქეს ეძებენ აგერ არ ვართ? თან ევროპაში არის ჩვენი უძლეველი ნაკრები და თან კაი შეთამაშებულები ვართ უკვე :))
ჰო და..
10:26 06-06-2018
1

სიახლეები პოპულარული