Don Balon: "რეალი" პსჟ-ს რონალდოსა და ნეიმარის ბარტერს სთავაზობს

AutoSharing Option
"დონ ბალონი" ირწმუნება, რომ "რეალი" პსჟ-ს თავდამსხმელების რონალდოსა და ნეიმარის გაცვლას სთავაზობს და მზადაა პარიზულ კლუბს ფულიც დაუმატოს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რო აბარგების შესახებ განცხადებას კრიშტიანო რონალდო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ანუ 14 ივნისამდე გააკეთებს.

ამის მიზეზად კი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ცუდი ურთიერთობა სახელდება, რომლის გადაწყვეტილებებსაც კრიშტიანო არ ეთანხმება.

"პარი სენ ჟერმენის" პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა შეთავაზებას დათანხმდეს.

ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ პარიზული კლუბი ნეიმარის ტრანსფერში 400 მილიონ ევროს ითხოვს და ბლანკოსი ამხელა თანხას არ
გადაიხდის.