ეს მე-10 ნომერი ვინღა იყო?! - კოსტა-რიკის ნაკრების მწვრთნელმა ედენ აზარის ვინაობა არ იცოდა

AutoSharing Option
კოსტა-რიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ რამირესმა ედენ აზარის ვინაობა არ იცოდა.

ბელგიასთან მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე რამირსეს ჰკითხეს, თუ ვის გამოარჩევდა მეტოქე გუნდიდან.

კოსტარიკელთა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელის სახელი და გვარი არ იცოდა, თუმცა მათ მე-10 ნომერს გამოარჩევდა.

საინტერესოა, რომ მას საუბარი ლონდონის "ჩელსისა" და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ ედენ აზარის შესახებ ჰქონდა.

ბელგიამ ორი დღის წინ ამხანაგურ შეხვედრაში კოსტა-რიკა 4:1 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში აზარს გოლი არ გაუტანია, თუმცა 69-ე წუთამდე, ვიდრე მას შეცვლიდნენ, აქტიური იყო და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მოსვენებას არ
აძლევდა.

altბელგია მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება - დღეს კოსტა რიკა გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ის შავი კაცი ვინღა იყო ჰაა
იმერელი
15:51 13-06-2018
0
ჩვენი ჩივაძე გამახსენა
ჰმ
12:43 13-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული