იურგენ კლოპი სან ტროპეში ლუდს მიირთმევს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი სან ტროპეში ისვენებს.

"ლივერპულს" წარმატებული სეზონი ჰქონდა, ყველასათვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და პრემიერლიგაზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ახლა ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იღებენ მონაწილეობას, ისვენებენ, ოჯახთან ერთად ისვენებს კლოპიც.

იურგენი ლუდს მიირთმევს, სიგარეტს ეწევა, მზეზე ირუჯება და პლაჟზე ფეხბურთს თამაშობს. მოკლედ, ახალი სეზონისთვის ძალებს იკრებს.