ედენ აზარი: "რეალს" ვუნდივარ? მათ იციან, რაც უნდა გააკეთონ

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა "რეალში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მინდა ვნახო, დარჩება თუ არა "ჩელსის" მწვრთნელი. არ მინდა დავრჩე და უარესად ვითამაშოთ. ჩემი სამსახურით "რეალია" დაინტერესებული, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თუ ჩემი შეძენა უნდათ, იციან, რაც უნდა გააკეთონ.

ტყუილად გადასვლის გულისთვის "რეალში" არ გადავალ. მე პროექტი მჭირდება და ეს "ჩელსიში" არის. თუ მუნდიალზე კარგად ვითამაშებ, ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება.

არ მინდა ახლა ტრანსფერზე ვილაპარაკო. ამაზე არაერთხელ მკითხეს. ჩემპიონთა ლიგის გარდა ინგლისში ყველაფერი მოვიგე. ასეთი წარმატებული რომ ვარ, "ჩელსის" დამსახურებაა", -
განუცხადა აზარმა "ეკიპს".