ანდრეი მადრიდში 21 ივნისს ჩავა და პრეზენტაციას მოუწყობენ.
ლუნინის ტრანსფერი "ნაპოლიში" თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმეში ბლანკოსი ჩაერია და ფეხბურთელმაც და უკრაინულმა კლუბმაც არჩევანი მის სასარგებლოდ გააკეთეს.
შეგახსენებთ, ზორიაში" ერთი თვის წინ გადავიდა საქართველოს ნაკრების კიპერი ზაურ მახარაძე. ეტყობა, ლუგანსკურ გუნდს ლუნინის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და მახარაძე ამიტომ გადაიყვანა.
"ზორია" დღეს შეიკრიბა და მახარაძესთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.