"ჩელსიმ" "ბარსელონას" ვილიანი 56 მილიონად არ მიყიდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნახევარმცველის, ვილიანის სამსახურით დაინტერესდა, მაგრამ "ჩელსი" მისი გასხვისების წინააღმდეგია.

"დეილი მეილის" ცნობით, "ბარსამ" ტრანსფერში 56 მილიონი ევრო შესთავაზა და "არისტოკრატებმა" უარი უთხრეს.

გამოცემის მტკიცებით, ვილიანის თამაში ძალიან მოსწონს "მანჩესტერის" მენეჯერს, ჟოზე მოურინიოს და კატალონიურ კლუბზე უფრო მეტ თანხასაც შესთავაზებს "ჩელსის".

ვილიანი აგვისტოში 30 წლის გახდება, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული