TVE: "რეალმა" პსჟ-ს ნეიმარში 310 მილიონი შესთავაზა?

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია ესპანეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გაავრცელა.

კერძოდ, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იმდენად მოხიბლულია მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის თამაშით, რომ მის ხელში ჩასაგდებად უკან არაფერზე არ დაიხევს.

"რეალმა" პსჟ-ს ტრანსფერში 310 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელს კი შვიდწლიანი კონტრაქტის გაფორმებას და სეზონურ გასამრჯელოდ 45 მილიონს დაპირდა.

თუმცა, "სამეფო კლუბმა" ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი 222 მილიონი ევროა - სწორედ ამ ფასად გამოისყიდა პსჟ-მ "ბარსელონასგან" ნეის ტრანსფერი.

altმექსიკელების მწვრთნელი ნეიმარის ოსტატობამ და მსახიობობამ გააბრაზა


მკითხველის კომენტარები / 1 /
Dagupaven pexburtis estetikas pulit gatenili tomrebi, samwuxaroa.
45 Milioni ert welshi? sigijea, cdeba mgoni yvelanair zgvars
Baggio
15:55 03-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული