პოლონეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ეროვნული გუნდის თავკაცი ეჟი ბჟენჩეკი გახდა. მან პოსტზე ადამ ნავალკა შეცვალა, რომელმაც ნაკრები მუნდიალზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.

47 წლის ბჟენჩეკი აქამდე პოლონურ გუნდებს წვრთნიდა. მისი ბოლო კლუბი პლოცკის "ვისლა" იყო.

მომზადებულია laczynaspilka.pl-ის მიხედვით