ჟორჟე მენდეში "რეალის" მარტივ მამრავლებად დაშლას ცდილობს - ახლა მარსელოს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

AutoSharing Option
რონალდოს დარად, "რეალის" მცველი მარსელოც შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს.

Corriere della Sera ირწმუნება, რომ რონალდოს აგენტი ჟორჟე მენდეში, რომელმაც პორტუგალიელის ტრანსფერი გაჩარხა და 20-მილიონევროიანი საკომისიო მიიღო, ახლა "იუვეში" მარსელოს გადაყვანას ცდილობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალიური კლუბი ბრაზილიელის სამსახურით ჯერ არაა დაინტერესებული.

"ბიანკონერის" ეს სიამოვნება 40-60 მილიონი დაუჯდება და ზუსტად ამდენად შეუძლია გაყიდოს მარცხენა მცველი ალექს სანდრო.