სვენ-გორან ერიქსონი ერაყის ნაკრებს ჩაიბარებს

AutoSharing Option
Sky Sports-ის ცნობით, დიდი შანსია, გამოცდილმა შვედმა სპეციალისტმა სვენ-გორან ერიქსონმა ერაყის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.

70 წლის მწვრთნელი ერაყის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს სტამბულში უკვე შეხვდა და პირობების შესახებ უკვე მოელაპარაკა.

გავრცელებული ცნობით, ერიქსონი ერაყის ნაკრებს მომავალ კვირაში ჩაიბარებს.

შვედი დამრიგებლის ბოლო კლუბი ჩინური "შენჟენი" გახლდათ, იქამდე კი მას არაერთ გუნდში უმუშავია.