იკერ კასილასი: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება "პორტოში" სურს.

"ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის "რეალში" გავატარე და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ისტორიაში საუკეთესოა.

ამის შემდეგ კი ასევე ძლიერ გუნდ "პორტოში" გადმოვედი. ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს, რომ კარიერა სწორედ "პორტოში" დავასრულო", - აღნიშნა კასილასმა.

37 წლის ესპანელი კარის დარაჯი მადრიდის "რეალის" ღირსებას 2015 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც პორტუგალიურ გრანდს მიაშურა.

altიკერ კასილასი: როდესაც უკან ვიხედები, სიამაყეს ვგრძნობ

altიკერ კასილასი: მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა

ასევე დაგაინტერესებთ