"რეალში" რონალდოს მემკვიდრე შეიძლება მარკო ასენსიო გახდეს

AutoSharing Option
რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ "რეალმა" ვერც ნეიმარი შეიძინა, ვერც ლევანდოვსკი და პრობლემა შეექმნა, რომელიც შესაძლოა, მარკო ასენსიომ გადაჭრას.

აშშ-ში "იუვენტუსთან" ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე ჩატარებულ მატჩში მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ის შესვენების შემდეგ ფორვარდის პოზიციაზე შეუშვა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა.

ნამატჩევს ლოპეტეგი ექსპერიმენტით ფრიად კმაყოფილი გახლდათ:"ასენსიო ცრუ ცხრიანზე - ეს შესანიშნავია. წინასასეზონო სპარინგები ახალი ვარიანტების ტესტირების შესანიშნავი საშუალებაა. სავსებით შესაძლებელია ეს სეზონისას გამოვიყენოთ.

ახალ პოზიციაზე მისი თამაშის ყურება სასიამოვნო იყო. მთავარი ის კი არ იყო, სად თამაშობდა, არამედ ის, თუ როგორ თამაშობდა".

alt

კარიუს! კარიუს! - მარკო ასენსიომ დავიდ დე ხეას დასცინა [VIDEO]

altმაისურს გავიხდი და მთელ მოედანს შემოვირბენ - 10 კითხვა მარკო ასენსიოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული