ფანი მოედანზე შევიდა, შარვალი ჩაიხადა და მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს უკანალი უჩვენა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში "შლიონსკმა" ვროცლავში პოზნანის "ლეხს" უმასპინძლა. მატჩმა საკმაო ინტერესი გამოიწვია, მაიევსკის სახელობის 42 771-იან სტადიონზე 17 926 მაყურებელი მივიდა.

თამაშისას მოედანზე მასპინძელთა ერთი ფანი მშვიდად შევიდა, მეტოქე გუნდის ქომაგების მხარეს მივიდა, შარვალი ჩაიხადა და უკანალი უჩვენა.

ის კიდევ კარგა ხანს დაბოდიალობდა მოედანზე და სტიუარდებმა მისი სტადიონიდან გაყვანა დაახანეს.

ისე, ამ ფანის უცნაურმა საქციელმა გვარიანად ახალისა პუბლიკა, თუმცა უფრო გახარებული პოზნანელები დარჩნენ, რომლებმაც შეხვედრა 1:0 მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული