"დანდის" ფეხბურთელი ელექტრო ბრასლეტით თამაშობს

AutoSharing Option
30 წლის მოიყარა "დანდის" ნახევარმცველი პოლ მაკგოუენი და ამ შფოთის თავმა ჭკუა ვერაფრით ვერ ისწავლა - უკანასკნელ 8 წელიწადში 8-ჯერ წარსდგა სასამართლოს წინაშე. ერთხელ პოლიციის ორ ოფიცერს დაესხა თავს და გაასამართლეს, ახლახან კი ღამის კლუბის თანამშრომელს შეაფურთხა.

ამისათვის 200 საათი ანაზღაურების გარეშე მუშაობა მიუსაჯეს და ფეხზე ელექტრო ბრასლეტი უკეთია. ეს "სამკაული" ერთი წელი უნდა ატაროს და სახლში 19:00 საათზე იყოს. ამიტომ საღამოს ჩატარებულ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

დღისით კი შეუძლია რამდენიც სურს იმდენი სდიოს ბურთს და დასდევს კიდეც, ოღონდ ფეხზე
გაკეთებული ბრასლეტით. სწორედ ასე ითამაშა გასულ უქმეებზე"სენტ მირენთან". ეს მატჩი მისმა გუნდმა 1:2 წააგო, თავად კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული